პარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს.
როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ.
„კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ცინცაძემ.