დღეს, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მისვლა.
აქციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში უმსგავსობა მოხდა.
_ადამიანი, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ეს იყო საქართველოსთვის სულში ჩაფურთხება, _ თქვა მან.
ევროპული საქართველოს “ წარმომადგენელმა მიხეილ გოგოტიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ოკუპანტი ღიად შევიდა საქართველოს პარლამენტში და თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ქეთი ხიდაშელმა განაცხადა, რომ კომენტარიც ზედმეტია.
_ჩვენ ვართ კონფორმისტები. ერთ ადგილს არ გავაქანებთ მანამ, სანამ თავზე არ დაგვასაქმებენ. ან დღევადელ აქციაზე 20 კაცის მეტი არ უნდა მოსულიყო? ტელევიზორს ხომ უყურებენ, რა ხდება, _ თქვა მან.
აბიტურიენტმა ნუკა შარაძემ განაცხადა, რომ რუსეთს მარწუხებში ჰყავს ჩვენი ქვეყანა და პარლამენტი ასე უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოქცეულიყო. ამიტომ არის დასაგმობი ეს ყველაფერი და ვაპროტესტებ, _ თქვა მან.
_ ქვეყანაში ლეკიანობაა მართლმადიდებლობის სახელით. აქ, ეროვნული გმირის ზაზა დამენიას მშობლიურ ოზურგეთში ვაპროტესტებთ და ვგმოთ ხელისუფლებას, რომელმაც ეს დაუშვა, _ თქვა ნაციონალმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ.
აქცია ხანმოკლე იყო და პროტესტის შემდგომ მშვიდობიანად დაიშალა.