მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს,_ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ ვითარება დაძაბულია.
აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.