საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის ვლადიმერ ლეგოიდას განცხადებით, ეს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების შედეგია, – ინფორმაციას რუსელი მედია ავრცელებს.
„გუშინდელი მოვლენები იმ წინააღმდეგობების შედეგია, რაც საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს. მისივე თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ამ წინააღმდეგობების გამწვავების და შემდეგ კი საზოგადოებრივი აფეთქების მხოლოდ საბაბი გახდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმოქმნილი კონფლიქტი მალე და მშვიდობიანად მოგვარდება“, – განაცხადა ლეგოიდამ.