ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას თანაპარტიელები ეხმაურებიან, _ ამის შესახებ კოტე კემულარიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
კემულარიას თქმით, ოქრუაშვილის დაჭრით, მათ ვერ შეაშინებენ.
“ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ვერ არის დალაგებულ ჭკუაზე გასცა ბრძანება, რომ დაეკავებინათ, ირაკლი ოქრუაშვილი. მოაწყვეს სპეცოპერაცია ოქრუაშვილის დასაკავებლად.
ის სისხლი, რაც თქვენ გაცხიათ ხელებზე, ვერ ჩამოირეცხება ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერით.
ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს დავდგეთ ერთად.
ეს მხოლოდ გვაძლიერებს. ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მალე დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილი, _ თქვა კოტე კემულარიამ.