დაინტერესდნენ და მერე აკეთონ განცხადებები – პაატა სალია არასამთავრობოების კრიტიკას პასუხობს. პაატა სალია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის დასაწყისზე საუბრობენ, საკითხის დეტალურად შესწავლას ურჩევს.
სალია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მისი თქმით, მურადაშვილი გაათავისუფლეს. გენერალური დირექტორის განცხადებით, გადაწყვეტილება ხელშეკრულების დარღვევის გამო მიიღო.
„კარგი იქნებოდა, რომ დეტალურად დაინტერესდნენ და მერე აკეთონ განცხადებები, თუმცა ეს მათი განცხადებების სერიოზულობაზე მეტყველებს. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის გათავისუფლება არხიდან გამოწვეული იყო კონკრეტული მიზეზებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევით. რაც მითითებულია შეტყობინებაში მისი გათავისუფლების შესახებ და მას სრული უფლება აქვს თუ მეტ დეტალიზაცია სჭირდება საფუძვლებისა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და ტავის უფლებები დაიცვას სასამართლოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის გათავისუფლებულა იმის გამო, რომ ორი კვირის განმავლობაში ვერ მივიღე ინფორმაცია მიმდინარე საქმეებისა და სამომავლო საქმეების შესახებ კომპანიაში, რასაც ვითხოვდი მოსვლის პირველი დღიდან ძალიან მეგობრული ტონით და გარდა ამისა საჯარო სივრცეში კეთდებოდა კომენტარები, რისი გაკეთების უფლებაც მისივე შედგენილი ხელშეკრულებიდან მას არ ჰქონდა,“-აცხადებს სალია.