ტვ “პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი, გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, ის პროკურატურაში მოწმის სახით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხება.
საქმე ეხება ფულის გათეთრების მუხლით დაწყებულ გამოძიებას. წერეთელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.
“პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!
ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !“_ წერს ვატო წერეთელი.





































































