ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების მომზადება ჩვეულებრივი ამბავია და ყველა დიასახლისი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი, ხარისხიანი და გემრიელი წვენი შეინახოს ზამთრისთვის.
ახლა გირჩევთ ატმის წვენის ასეთი მეთოდით გაკეთებას და შენახვას:
აიღეთ კარგად გარეცხილი მწიფე ატამი, სასურველი რაოდენობით. არ გათალოთ! მთელ-მთელი ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს კარგად. ადუღდეს, მერე ჩაუწიეთ ცეცხლი და კარგად ჩაიხარშოს 15-20 წუთის განმავლობაში. გადმოდგით. გაგრილდეს.
გადმოვიღოთ ატამი ცალკე. მოვაშოროთ კურკები. შემდეგ კარგად ავჭყლიტოთ, ჩავუშვათ მისსავე ნახარშში და ბლენდერით მაქსიმალურად ავთქვიფოთ. მივიღებთ ფაფისებურ თხელ მასას. დავაყაროთ შაქარი _ ოთხ კილოგრამზე ერთი კილოგრამი. ავადუღოთ, 15 წუთის დუღილის შემდეგ ცხლად ჩავასხათ მინის ბოთლებში და სწრაფად დავუცოთ თავი. თუ გნებავთ, ქილებში მოხუფეთ. სტერილიზაცია არ სჭირდება, როცა ცხლად ჩაასხამთ.
ასე მომზადებული წვენი ძალიან არომატული და გემრიელია, რადგან ატამი გაუთლელად არის დამუშავებული. ოღონდ, გაითვალისწინეთ _ ბლენდერით უნდა ათქვიფოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ატმის კანის ნაფლეთები ვიზუალსაც დააუშნოებს და დასალევადაც უხერხული იქნება.
ზამთარში შეგიძლიათ ის წყალთან შეაზავოთ ან მოამზადოთ სხვადასხვა სასმელი, კოქტეილი, გამოიყენოთ ნამცხვრების და სალათების დასანამადაც კი.