„საქართველოს პარლამენტმა მოსკოვის კაცის გაპრემიერებას მხარი დაუჭირა“, _ასე ეხმაურება გამოცემა Deutsche Welle ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გაპრემიერებას.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პარლამენტმა საკამათო ფიგურა, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა, რამაც დედაქალაქში პროტესტი გამოიწვია.
დეპუტატებმა გახარიას სასარგებლოდ ხმა 98-0-ის წინააღმდეგ მისცეს, ოპოზიციამ კი ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადა.
როგორც გამოცემა წერს, გახარია მიიჩნევა ივნისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევის მთავარ არქიტექტორად.
ივნისში პროტესტი გამოიწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსი დეპუტატის მიმართვამ რუსულ ენაზე.
თუმცა, გახარიამ სცადა ბრალდების უარყოფა, რომ ის მოსკოვის კაცია თბილისში.
„ჩვენ ყველანი შეთანხმებულები ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენ ქვეყანაში“,_ განაცხადა გახარიამ.