https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ამერიკული ვესთერნი _ კინოილუზია და სინამდვილე

11:09; 10.09.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვესთერნის ეპოქის გარიჟრაჟზე, ანუ XX საუკუნის დასაწყისში, კინოილუზია და ცხოვრებისეული სინამდვილე ერთმანეთში მჭიდროდ იყო გადაჯაჭვულ-დაკავშირებული. პირველი ვესთერნები ისეთივე აქტუალური იყო, როგორც 11 სექტემბრის შემდეგ ტერორისტებზე შექმნილი თრილერების მთელი წყება. თავად პირველი ვესთერნი ,,მატარებლის დიდი გაძარცვა” (რეჟისორი ედვინ პორტერი) დაფუძნებული იყო რეალურ ამბავზე, როცა 1900 წლის 29 აგვისტოს ბუჩ ქესიდისა და სანდენს ქიდის ,,ველური ბანდის” წევრებმა ვაიომინგის შტატში გაძარცვეს მატარებელი და გაიტაცეს 5 ათასი დოლარი. როცა ,,მატარებლის დიდი გაძარცვა” ეკრანებზე გამოვიდა, ბუჩ ქესიდი და სანდენს ქიდი სამხრეთ ამერიკაში გადაბარგდნენ და იქ განაგრძობდნენ ბანკების ძარცვას, აშშ-ში დარჩენილი მათი ბანდის წევრმა ქიდ ქერიმ კი, როცა პოლიციამ მის სახლს ალყა შემოარტყა, თავი მოიკლა; დაქირავებული მკვლელი, მეგზური და ცნობილი აპაჩი მეომრის ჯერონიმოს ერთ-ერთი დამტყვევებელი თომ ჰორნი, 12 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ვაიომინგში ჩამოახრჩევს (საბოლოოდ მისი ბრალეულობა მაინც ვერ დამტკიცდა); შერიფი ბილ თილმენი მატარებლის მძარცველს, მომავალ კინოვარსკვალავს ალ ჯენინგსს დასდევდა; სახელგანთქმული შერიფი უაიეთ ერფი ოქროს საბადოებს ამუშავებდა; ბანდიტმა ბილ მაინერმა კი თავისი პირველი მატარებელი ედვინ პორტერის ფილმის ნახვის შემდეგ გაძარცვა (1982 წელს მის შესახებ გადაიღეს კანადური ვესთერნი ,,ნაცრისფერი მელია”)……ვესთერნის ჟანრმა ბაზისად აიღო აშშ-ის ,,ველური” დასავლეთის ძალადობრივი და სისხლიანი ისტორიები და ის გადააქცია რომანტიზირებულ მითად, მან მსოფლიოს შესთავაზა ამერიკული კინემატოგრაფის ალბათ ყველაზე ცნობილი სიმბოლო _ ქაუბოი (ინგლისურად მწყემსი, მენახირე), ანუ ადამიანი ,,ველური” დასავლეთიდან (,,ველურ” დასავლეთში იგულისხმება აშშ_ს დასავლეთი და ცენტრალური შტატები). მარტოხელა, ცხენზე ამხედრებული ქაუბოი ფართოფარფლიანი ქუდით ანუ სთეთსონით, დეზებიანი ჩექმებითა და თეძოზე ჩამოკიდული კოლტით, როგორც ამბობენ, ამერიკის ყველაზე ადვილად საცნობი სიმბოლოა.  ქაუბოი პირველად თეატრის სცენაზე მელოდრამებში გამოჩნდა, რომლის მოქმედება ხდებოდა ამერიკის საზღვრისპირა რაიონებში. შემდეგ ის უფრო ფართოდ გახდა ცნობილი ფრედერიქ რემინგთონისა და ჩარლზ რასელის ნახატებისა და სკულპტურების შედეგად.

ცნობილი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის მიერ შექმნილმა საცირკო სანახაობამ ,,უაილდ უესთმა” (,,ველური” დასავლეთი) კი ქაუბოის მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი, როგორც უბადლო მსროლელსა და ინდიელებთან მებრძოლს. ბაფალო ბილის უაილდ უესთ-ში (საკუთარ წარმოდგენებს ქოუდი არასოდეს უწოდებდა ,,შოუს”, რადგან ამტკიცებდა რომ ეს იყო ნამდვილი ,,ველური” დასავლეთი, სწორედ აქ გამოდიოდნენ გურულები) თამაშდებოდა თეატრალიზებული სცენები: ინდიელების თავდასხმა თეთრ მოსახლეობაზე, დილიჟანსის გაძარცვა, ბიზონებზე ნადირობა და მრავალი სხვა. მაყურებლისათვის ეს სამსაათიანი წარმოდგენები იყო სრულიად ახალი ხილი, ამიტომაც მთელი ამერიკა და ევროპა თავს იკლავდა, რათა შოუზე მოხვედრილიყო. ამ მშვენივრად დადგმულ სპექტაკლებში, რომელიც მიჩნეულია ამერიკული შოუ-ბიზნესის საწყისად, ქაუბოები და ინდიელები აჩვენებდნენ ბრძოლისა და ძარცვის სცენებს, ატარებდნენ შეჯიბრს ჯირითში, ლერიეტის ხმარებასა და მიზანში სროლაში. შოუ იმდენად დამაჯერებლად იყო დადგმული რომ უამრავი მაყურებლისათვის ბაფალო ბილის ,,ველური” დასავლეთი რეალურ ,,ველურ” დასავლეთად აღიქმებოდა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც და მომდევნო წლებშიც, ქაუბოი სოციალური ფენის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგა. დღეს რომ იგი ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიქმება, არა მარტო ვესთერნისა და ,,მალბოროს” რეკლამის დამსახურებაა, არამედ ბაფალო ბილ ქოუდისა.  მიუხედავად იმისა, რომ ქაუბოი ყველა ვესთერნის ,,პირველი ვიოლინოა”, მისი პროფესიონალური საქმიანობა ანუ მენახირეობა და მწყემსობა ეკრანზე თითქმის არასოდეს იყო ასახული. მხოლოდ 1948 წელს გამოსულ ,,წითელ მდინარეში” იყო რეალურად ნაჩვენები ქაუბოების მძიმე და ფათერაკებით სავსე ცხოვრება. ამ მხრივ ასევე ყურადსაღებია ,,ქაუბოი” (1958), ,,ქალფეფერის მენახირე კომპანია” (1972), ,,ქაუბოები” (1972) და სატელევიზიო სერიალი ,,მარტოხელა მტრედი” (1990). მესაქონლეობამ დიდი აღმავლობა სამოქალაქო ომის შემდეგ განიცადა, რომლის შედეგად უზარმაზარი ტერიტორიები გავერანდა. ადამიანებმა დაიწყეს თავისი რქოსანი პირუტყვის გარეკვა ჩრდილოეთით, თავისუფალ სახელმწიფო მიწებზე, გზადაგზა პირუტყვი იკვებებოდა და დანიშნულების ადგილას კანზასის რკინიგზის სადგურებამდე, ის ბევრად უფრო მსუქანი იყო, ვიდრე გზის დასაწყისში. დასავლეთში თეთრი მოსახლეებისათვის ძროხა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ბიზონი ინდიელებისათვის. 1867 წელს პირველად გაიხსნა მარშრუტი, რომელმაც დასაბამი მისცა ნახირის ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანას. სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში თექსასიდან ჩრდილოეთისაკენ ერთი მილიონი მუსტანგი და ათი მილიონი საქონელი იქნა გადაყვანილი. დასავლეთის ყველაზე პოპულარული საქონელი იყო გრძელრქიანი ძროხა ე. წ.Lლონგჰორნ. პირველად ამ ჯიშის ძროხა ამერიკის კონტინენტზე, მექსიკაში, 1521 წელს ვინმე გრეგორიო დე ვილალობოსმა ჩამოიყვანა.  ,,ველური” დასავლეთის ისტორია ეს ამერიკის უახლესი ისტორიაა. მისი ისტორია უმეტესწილად გამოგონილი იყო ჟურნალისტებისა და კინემატოგრაფისტების მიერ.

,,თუ ლეგენდა სინამდვილედ იქცევა, მაინც ლეგენდა დაბეჭდეთ!” _ ეს სიტყვები ეკუთვნის ჟურნალის რედაქტორს ჯონ ფორდის ფილმიდან ,,ადამიანი რომელმაც მოკლა ლიბერთი ველენსი”. თვითონ რეჟისორი კი ამბობდა: ,,…მე ვფიქრობ რომ ეს სასარგებლოა ქვეყნისთვის. ჩვენს ისტორიაში უამრავი ადამიანია, რომელიც თითქოსდა დიდი გმირია, მაგრამ ბევრს კარგად მოეხსენება, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება, მაგრამ ქვეყნისთვის სასარგებლოა, როცა არსებობენ გმირები, რომელთაც პატივს სცემ, რომლითაც ამაყობ…” მუნჯი ვესთერნების ვარსკვლავმა უილიამ ს. ჰართმა ერთხელ განაცხადა: ,,დასავლეთის შესახებ ნათქვამი სინამდვილე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი სამუშაო”. თუმცა ვესთერნის შემქმნელები და ხშირად თვით ჰართიც, სინამდვილეს ლეგენდას და შელამაზებულ ფაქტებს ამჯობინებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გმირი არ არსებობს, იგი უნდა გამოიგონო, რაც რომანებმა და განსაკუთრებით ჰოლივუდმა ზედმიწევნით კარგად შეასრულა. ისტორიის შელამაზების მცდელობა უკლებლივ ყველა ქვეყანაში იყო, გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენთანაც ხდებოდა ისტორიული უარყოფითი პერსონაჟების იდეალიზება. ამის საუკეთესო მაგალითია მეორე ტალღის გურული ფირალების, იგივე ტერორისტების (დათიკო შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი, სიმონა დოლიძე, ერასტი ჯორბენაძე და სხვა) შესახებ შექმნილი ფოლკლორული ეპოსი სიმღერებისა და ლექსების სახით. ეს ,,თოფიანი კაცები” იარაღითა  და ძალადობით წყვეტდნენ საკუთარ პრობლემებს და თვითონაც ძალადობრივი სიკვდილით ასრულებდნენ სიცოცხლეს.

საინტერესოა, რომ ,,ველურ” დასავლეთზე შექმნილი ბულვარული რომანებისა და ფილმების რეალურმა გმირებმა, ვინც იხილეს კინემატოგრაფის გაჩენა, თვითონაც მონაწილეობდნენ ფილმებში, ანუ ახალი მითოსის შექმნაში: ბაფალო ბილ ქოუდი ფილმში ,,ბაფალო ბილის თავგადასავალი” (1917), შერიფი უაიეთ ერფი ,,მეტისში” (1919), შერიფი ბილ თილმენი თვითონვე დგამდა და მონაწილეობდა ვესთერნებში, სადაც რეალური ბანდიტები (ალ ჯენინგსი, ემეთ დოლთონი) და კანონის დამცველები თამაშობდნენ, სახელგანთქმული მძარცველის ბანდიტის ჯესი ჯეიმსის შვილმა მამამისი განასახიერა ვესთერნში ,,ჯესი ჯეიმსი შავი დროშის ქვეშ” (1920) და მრავალი სხვა.

,,ველური” დასავლეთის მიმართ დიდი ინტერესის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყო მთელ ამერიკაში გავრცელებული იაფი ბულვარული რომანები ,,ველური” დასავლეთის ცნობილ პერსონაჟებზე, ბანდიტებსა და შერიფებზე, რომლის ავტორები თხზავდნენ და ალამაზებდნენ მათ საქმიანობასა და ცხოვრებას. ერთი ასეთი ავტორი, ვილბურ ოლსენი (ამ პერსონაჟის პროტოტიპია ნედ ბანთლაინი, რომელმაც რომანებში ბაფალო ბილ ქოუდის რომანტიზირებული და ჰეროიკული სახე წარმოაჩინა) განასახიერა სემ ფექინფამ ფილმში ,,ჩაინა 9 ლიბერთი 37” (რეჟ. მონთე ჰელმანი, 1978).

,,ადამიანებს აღმოსავლეთში სჭირდებათ ლეგენდა ამერიკის დასავლეთის შესახებ, რომელსაც დაუჯერებენ და ირწმუნებენ… მათ ტყუილი სჭირდებათ _ ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანს,” _ ამბობს ფექინფას პერსონაჟი. ამ რომანებმა, რომელთაც სხვანაირად ,,დაიმ ნოველს” ეძახდნენ (სიტყვიდან ,,დაიმ” -ათცენტიანი, ზუსტად ამდენი ღირდა ეს ნაწარმოებები), მყარად ჩაუნერგეს მკითხველს ის აზრი, რომ ,,ველური” დასავლეთი ეს დაუსრულებელი და ამაღელვებელი თავგადასავლებით სავსე სამყაროა, სადაც მეფობენ ვაჟკაცი და უშიშარი ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად არიან დაეხმარონ უმწეო და გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს.  ამ წიგნების გმირები რეალურად არსებული ადამიანები იყვნენ, როგორც, მაგალითად, ცნობილი მეგზური და მებრძოლი კით კარსონი. ერთხელ ინდიელებმა ერთი ოჯახი ამოწყვიტეს, დედა-შვილი კი ტყვედ წაიყვანეს. ჯარისკაცებმა დახმარებისათვის ქარსონს მიმართეს. სულ მალე მან იპოვა გამტაცებლები და ინდიელებზე თავდასხმა გადაწყვიტა, მაგრამ მეთაურმა იგი გააჩერა და ინდიელებთან მოლაპარაკება დააპირა. პასუხად ინდიელებმა ქალი მოკლეს და გაუჩინარდნენ. ქალის გვამთან ქარსონმა აღმოაჩინა ათცენტიანი რომანი, რომლის გმირი თავად გახლდათ. წიგნში მოთხრობილი იყო, თუ როგორ ეხმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილთ უშიშარი ქარსონი. მოგვიანებით, თავის მემუარებში ქარსონი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ის ბრიყვული წიგნი მას დიდი ხნის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. გამოგონილმა გმირმა რეალურს აჯობა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

ირინა მილორავამ 6 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

6 წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს 16 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო