გუშინ, საღამოს რვა საათისთვის ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა. აქციაზე სოლიდარობის ნიშნად „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.
„ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ახალგაზრდებს. ვფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილმა მაკო გომურის თვალის დამთხრელის დაწინაურებით კიდევ ერთხელ დაცინა მოსახლეობას“, _ აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივმა სახემ ირაკლი მარშანიშვილმა.