_ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომელიც 3-პროცენტიან ბარიერს და პარტიების ბლოკებით მონაწილეობას ითვალისიწნებს, _ ამის შესახებ ოზურგეთში, კონსტიტუაციაში შესატანი ცვლილებების განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენელმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისფლების არგუმენტი, რომ ბლოკის შემთხვევაში იგივე პარლამენტს მივიღებთ, რაც ახლაა, არასწორია.
_ ამბობენ, რომ 2020-ში არ უნდა მივიღოთ იგივე პარლამენტი, რაც ახლაა და მერე შეცვლიან. ახლა თუ არ არის სწორო, რატომ უნდა იყოს 2024-ში? არ მესმის ეს არგუმენტი, _ აღნიშნა ბარამიძემ.
მისივე განცხადებიათ, უპროცენტრო ბარიერი პარტიების დაქუცმაცებას გამოიწვევს.
ბარამიძემ განხილვის დროს ხელისუფლებას შესთავაზა, რომ კონსესუსს მიაღწიონ.
_ ჩვენ გადმოვდგამთ ნაბიჯს ბარიერის შემთხვევაში, თქვენ გადმოდგით ფეხი ბლოკების შემთხვევაში, _ აღნიშნა ბარამიძემ.