საშიში გემრიელობების სიაში მოხვდნენ გაზიანი სასმელები, ხილის ჟელატინები, ნამცხვრები პაკეტებში, ჩიპსები და კანფეტი M&M.
გამოკვლევის მონაცემებით, ნამცხვრების შემადგენლობაში, რომლებიც პაკეტებში გამოდის, დიდი რაოდენობით არის სიმინდის სიროფი, რომელშიც მაღალია ნავთობისაგან დამზადებულ ქიმიკატ TBHQ–ს წილი. ექსპერიმენტის დროს ამ ნუგბარით ვირთხებს კვებავდნენ, რამაც მათი დაბრმავება, თირკმელის დაზიანება და პარალიჩი გამოიწვია.
კანფეტი M& M, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, შოკოლადზე მეტ ქიმიკატს შეიცავს. ეს ზრდის ტვინის კიბოს გაჩენის შანსებს და მოსალოდნელია აგრეთვე დნმ -ის დაზიანება.
ჩიპსებში კი უმატებენ ხელოვნურ საღებავ Yellow 6 – ს, რომელიც აგრეთვე ნავთობიდან მიიღება და ყველის არომატიზატორად გამოიყენება.