წითელი _ ასეთ ფინჯანს ენერგიული, მიზანდასახული, აქტიური და ამბიციური ადამიანები ირჩევენ. ისინი იოლად ღიზიანდებიან და იფიტებიან, მაგრამ მათი მთავარი თვისება მოქმედებაა. თუ რაიმე მიზანს დაისახავენ, აუცილებლად მიაღწევენ.
ყვითელი _ მისი პატრონი ცნობისმოყვარე და ხალისიანი ადამიანია. ის სულ დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვის და გარშემომყოფებს ცოტა თავისებური ეჩვენებათ. ის ექსტარვაგანტური პიროვნებაა და ყოველთვის მოდური.
თეთრი _ თავისუფლების მოყვარე ადამიანია. არაჩვეულებრივი ჭკუა-გონება და ინტუიცია აქვს. მხიარული და მახვილგონიერია, მაგრამ ხანდახან ზედმეტად მომთხოვნია ახლობლების მიმართ.
შავი _ ის იდეალისტი და პრაგმატიკოსია. ასეთები გაურბიან პრობლემებსა და იმედის გაცრუებას, ამიტომ ყველაფერს ახალს ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი ავტორიტარები არიან.
მწვანე _ თავდაჯერებული ლიდერია. ანგარიშიანია, მაგრამ ამასთანავე ყოველთვის შრომისმოყვარეა და თუ რამეს აკეთებს, ცდილობს კარგად გააკეთოს. გარშემომყოფთაგან კი აღფრთოვანებას ითხოვს.
ლურჯი _ ის სიმშვიდისა და ჰარმონიისაკენ ისწრაფვის. არ უყვარს კონფლიქტები და ეშინია მარტოობის. მგრძნობიარეა, წვრილმანებიც კი წყინს. ნამდვილი მშვიდობისმყოფელია. მისი დევიზი ზომიერებაა.