გინდა დაკარგო მეგობარი? _ მიეცი მას ფული სესხად.
რაც უფრო ცოტა გაქვთ საკუთარი აზრი, მით უფრო მეტი თანამოაზრე გყავთ.
კარგად იცინის ის, ვინც იცინის საკუთარი სურვილით.
ადამიანები მზად არიან, ტაში დაუკრან ფეიერვერკს, მაგრამ არა მზის ამოსვლას.
თუ დაჭერილი თევზი დუმს, ეს არ ნიშნავს, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი.
სერიოზული სახე, ეს არ არის გამჭრიახი გონების მანიშნებელი.
მავთულის ჩამოჭრილი ნაწილი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე გჭირდება.
რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო მეტი იცი ის, რაც არ გჭირდება.
ხელოვნებას აქვს მნიშვნელობა, თუ ის რეალობაზე სამართლიანია.
კლასიკა – ის არის ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წეროთ და როგორ არ უნდა წეროთ.
ჭკვიანურად გააკრიტიკე მტერი, თორემ ის მოიშორებს თავის ნაკლოვანებებს.
ადამიანს რაც უფრო ცოტა აქვს ნამუსი მით უფრო მეტი აქვს სხვა ყველაფერი.
ადამიანები მადლიერები არიან, როდესაც მათ აკრიტიკებენ გვარების დასახელების გარეშე.
თუ საზოგადოებას არ ესაჭიროება ის, რასაც აკეთებ დააკვირდი რა საზოგადოებაა ეს.
კორუფციის ღირებულება ისაა, რომ ის ანადგურებს ძველ საზოგადოებას და ქმნის ახალს.
ადამიანებს ყოველთვის აკვირვებს მოვლენები, რომელთაც ელოდნენ.
თუ კაცს ნამუსი აქვს ეს არ ნიშნავს, რომ მას აღარაფერი ესაჭიროება.
მომავალი, ეს არის ყველაზე კარგი ადგილი თქვენი ოცნებების შესანახად.
ნუ წუწუნებ ცხოვრებაზე, შესაძლოა ესეც არ ყოფილიყო.
ეჭვი – ეს არის მათი პრივილეგია ვისაც საკუთარი აზრი აქვს.
ხვალ – ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი სახელი დღევანდელისა.