თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი ქმრის მიმართ მოიქეცით შემდეგნაირად:
დახაზეთ ფურცლის შუაში ვერტიკალური ხაზი. მარცხენა მხარეს დაწერეთ მეუღლის ყველა უპირატესობა, მარჯვენა მხარეს ნაკლოვანებები, შემდეგ გაანადგურეთ ცეცხლზე მისი ცუდი მხარე, გაიაზრეთ მისი დადებითი თვისებები და ნახავთ, რომ ეს დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ურთიერთობები ქორწინებაში.
თქვენს მეუღლეს სურს “ინტიმი” და თქვენ სინაზე: უმჯობესია გულახდილად უთხრათ ქმარს ამის შესახებ.
თუ თქვენ დაღლილი ხართ და არ გინდათ “სიყვარული”, ქმარს უნდა აუხსნათ, რომ თქვენ ცუდი დღე გქონდათ და გჭირდებათ დასვენება. თუ მას უყვარხართ, ის აუცილებლად გაგიგებთ. ეს არ ეხება მხოლოდ თავის ტკივილს, რომელიც არის ძალიან გამაღიზიანებელი ყველა მამაკაცისათვის.
თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ქმარმა დაკარგა ინტერესი: მუდმივად გაუღვიძეთ ინტერესი თქვენ მიმართ, დაუთმეთ მეტი დრო მას, იზრუნეთ მასზე, არ იაროთ სახლში ხალათით და თავშეხვეულმა.