“აღმოაჩინე სიახლე უკვე ნაცნობი დიდი ბრიტანეთის შესახებ“ _ ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა თქვა ოზურგეთის მუნიციალიტეტის დაბა ნასაკირალში ვიზიტის დროს.
მისივე თქმით, საელჩოს ინიციატივით საქართველოს რეგიონებში არაერთი შეხვედრა იმართება მოსახლეობასთან.
ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვიმყოფები ნასაკირალში, თან პირველად. ამ ფესტივალით ვეცდებით ყველას გული მოვინადიროთ“, _ თქვა ელჩმა.
შეხვედრას პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარია ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის კონკურსი გაიმართა. ნასაკირალის მცხოვრებლებს საელჩოსგან საგანგებო საჩუქრები გადაეცათ.