ნალექიანი ყავა
დაფქული ნალექიანი ყავა შეიძლება შეიცავდეს დაფქულ ქერს და სოიოს მარცვლებს. საწარმოო ხარჯების შესამცირებლად კომპანიებმა შეიძლება დაამატონ ხეც კი.
შეიძინეთ ყავის მარცვლები და დაფქვით თავად, ან მიმართეთ ისეთ ადგილს სადაც ყავას თქვენ თვალწინ დაფქვავენ.
ბროწეულის წვენი
დეტალები შეფუთვაზე გვეუბნება, რომ ბოთლის შიგნით თქვენ იპოვით 100%-ან ბროწეულის წვენს. თუმცა, სავარაუდოდ, სასმელი იაფი ვაშლის წვენით ან უბრალოდ წყლით არის გაკეთებული.
ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა და ყურადღება მიაქციეთ წვენის პროპორციას.
ზეითუნის ზეთი
ძვირადღირებული ზეითუნის ზეთის ყიდვისას, შესაძლოა ხელში იაფფასიანი სიმინდის, პალმის ან სოიოს ზეთი შეგრჩეთ.
ჩაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში. თუ ზეთი ნამდვილია ზეითუნის ნალექს წარმოქმნის.
ყველი “პარმეზანი“
ერთ-ერთი ლიდერი ბაზარზე ყალბ საკვებთა შორის. ეს ყველი ხის ქერქის დაახლოებით 10%-ს შეიძლება შეიცავდეს. შესაძლოა იაფი ყველის ნაზავიც პარმეზანის ნაცვლად შემოგასყიდონ.
შეიძინეთ მთლიანი თავი ყველი, ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა სანამ გადაიხდით.
თაფლი
როდესაც საქმე ეხება ყალბ თაფლს, ადამიანის ფანტაზიას არ აქვს ლიმიტები. უმეტესად ის მაღალი ფრუქტოზის შემცველი სიროფებით კეთდება.
წაიკითხეთ შენახვის წესები. ბუნებრივი თაფლი სულაც არ უნდა იყოს დაცული მაცივარში. უკვე ნაყიდ თაფლს კი ასე ამოიცნობთ: რაც შეიძლება გააცხელეთ ნემსი და ჩაყავით თაფლში, თუ მასზე წებოვანი მასა წარმოიქმნება, მაშინ თაფლი არ არის ნატურალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნემსი სუფთა დარჩებოდა.
სუში
წითელი ნაჭერი სუშში ხშირად არ არის ნამდვილი ორაგული. ის ან უფრო იაფი თევზია, რომელიც ხანდახან იღებება კიდეც.
თუ თქვენ ნამდვილად გსურთ თევზი, უმჯობესია შეუკვეთოთ სტეიკის ფორმით.
ბრინჯი
ეს შეიძლება იყოს ყველაზე საშიში. ყალბი ბრინჯი დამზადებულია პლასტმასისგან და შერეული სახამებლისგან. მარცვლეული მსგავსია ბრინჯისა და გემო და სუნიც კი არომატიზატორებისგან აქვს მინიჭებული.
ყალბი ბრინჯი წყალში არ იძირება და პლასტმასის მსგავსად იწვება (აქვს სპეციფიური სუნი წვისას). ყიდვისას, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელს და ენდეთ მხოლოდ დატესტილ ბრენდებს.