ოზურგეთში, სასტუმრო “სემის“ საკონფერენციო დარბაზში “მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მასში 50-მა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა.
წარმატებულ ქალბატონებს და მოწვეულ სტუმრებს მერიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ალეკო მამეშვილი მიესალმა.
,,ჩვენი დღევანდელი ფორუმის მიზანი ქალი მწარმოებლების გაძლიერებაა. საგრანტო აქტოვობებს შორის, დაფინანსებულია ისეთი აქტივობები, რომელიც ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება. უნდამოხდეს თქვენი კიდევ უფრო აქტიური ჩართვა მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ფორუმის თემატიკა ითვალისწინებს სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით მეწარმეთა ინფორმირებას. ახლა აქტიურია განცხადებების შევსება. განსაკუთრებით უნდა გააქტიურდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც საინტერესო ბიზნეს-იდეები აქვთ, _ თქვა მან.
ალეკო მამეშვილმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო ისეტი პროგრამები, რომელთა მეშვეობით მიეცემათ ბიზნესის დაწყეების შესაძლებლობა. მან ასევე , მეწარმე ქალბატონები 22 ოქტომბერს მეწარმე ქალთა ტრენინგზე მიიპატიჟა და შეპირდა აქტიურ თანადგომას და დახმარებას. ასევე ესაუბრა მომდევნო წელს დაგეგმილ აქტივობებზე.
ფორუმზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. მათ შორის იყო დაზღვევის შესახებ საუბარი, რომ სტიქიური ზარალის ანაზღაურების დაზღვევას, გურიისთვის დამახასიათებელი საგაზაფხულო წაყინვების ფაქტორიც უნდა დაემატოს და მოხდეს ასეთი ზარალის დაზღვევაც და შემდგომ მისი ანაზღაურება. ფორუმის მონაწილეთაგან ეს აზრი ყველას მოეწონა.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ქალ მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამების წარმომადგენლები სააგენტო ,,აწარმოე საქართველოდან ,“სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან;“ UNDP-ის პროექტიდან -“რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში,“ ასევე, საქართველოს ფერმერთა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციებიდან.