თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
საომარი ქმედებების შედეგად SDF-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 8 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 3 მებრძოლი და 5 მშვიდობიანი მოქალაქეა, არიან დაშავებულებიც.
CNN-ის ცნობით, ბაჰრეინი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, გერმანია და საფრანგეთი თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის გახორციელებას გმობენ. რამდენიმე ქვეყანამ, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ერაყი განვითარებული მოვლენების გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში კი სიტუაციის განსახილველად იკრიბებიან.