სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. ბევრი მათგანი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს – თითქმის იმდენივეს, რამდენსაც შოკოლადი.
შაქრის დაბალი შემცველობის, С ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების წყალობით, კენკრა ნამდვილად არაფერს ავნებს თქვენს ფიგურას, პირიქით, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ზედმეტი ცხიმის დაწვას.
ავოკადო კი დიეტურ პროდუქტად ნამდვილად ვერ დასახელდება. ესპანელები ამ ნაყოფს „კანიან კარაქს” ეძახიან: 100 გრამი ავოკადოს ენერგეტიკული ღირებულება 227 კკალ-ს შეადგენს. ამიტომ დიეტის დროს იგი ძალიან ცოტა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ, ძირითადად საკმაზის სახით ან რაიმეზე გადასასმელად.
საზამთროსა და ნესვში დიდი რაოდენობით ბოჭკოვანა და წყალი შედის, ამიტომ მალევე გვანაყრებს და შარდმდენი ეფექტიც აქვს. ისინი გვეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში და ისეთ პრობლემებთან ბრძოლაში, როგორიცაა ცელულიტი და აკნე. შესანიშნავად გვეხმარება ცხელ ამინდში, ხელს უწყობს რა წყლის ბალანსის აღდგენას, რაც ასევე აუცილებელია ფიგურის სილამაზისა და კანის ჯანმრთელობისთვის.
სამაგიეროდ, მსხალი დიეტის დროს უკუნაჩვენებია: შესაძლოა, დაარღვიოს ნაწლავის მუშაობა, რადგან გააჩნია ძლიერი შემკვრელი ეფექტი.
მარწყვი _ ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი სწორი კვებისთვის. არომატული კენკრა შეიცავს ბოჭკოვანას, С ვიტამინს, დიდი რაოდენობით წყალს და ცოტა შაქარს, რაც ხელს უწყობს ცელულიტის დაშლას.
გარგარი კი საკმაოდ მძიმე საკვებია. მათი დიდი რაოდენობით მირთმევამ შეიძლება გამოიწვიოს მოუნელებლობა, ხოლო მთავარი საფრთხე კურკაში იმალება. თუ თქვენ გიყვართ გარგარის კურკის გულის კნატუნი, უნდა იცოდეთ, რომ მათში არის ნივთიერება, სახელწოდებით ამიგდალინი, რომელიც კუჭში წარმოქმნის ძლიერ მჟავას. ეს უძლიერესი შხამია, რომელიც დიდი რაოდენოს შემთხვევაში, იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას და გონების დაკარგვასაც კი.
ვაშლი – ერთ-ერთი ყველაზე კარგი დიეტური ხილია. მათში საერთოდ არ არის ცხიმი, ხოლო ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს სულ რაღაც 60–100 კკალ-ს. ვაშლი შესანიშნავად კლავს შიმშილის გრძნობას, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას, და ასევე, ანტიოქსიდანტებისა და პექტინების წყალობით, ეხმარება ცელულიტთან ბრძოლაში.
სამაგიეროდ, ყურძენი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საზიანო ხილად არა მხოლოდ ფიგურის, არამედ მთლიანად ჯანმრთელობისთვის. ყურძენში დიდი რაოდენობით შაქარია, მისი კანის მონელებას დიდი დრო სჭირდება, კურკებმა შეიძლება ნაწლავის დაცობა გამოიწვიოს, ხოლო რბილობში შემავალი მჟავა აზიანებს კბილის ემალს.
გრეიფრუტი ითვლება № 1 ხილად ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის, რადგან გააჩნია ძლიერი ცხიმის დაწვის ეფექტი. გრეიფრუტის ფერმენტები ორგანიზმს ეხმარება კალორიების აქტიურად გადამუშავებაში. ნებისმიერი კალორიული კერძი (არაუმეტეს 800 კკალ) ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ფიგურას, თუ მას ნახევარ გრეიფრუტს დავაყოლებთ.
აი ბანანი კი, ყველაზე კალორიული ხილია. მის მონელებას დიდი ხანი სჭირდება. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ბანანში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ცხიმის დაშლის პროცესში მონაწილე უჯრედების მუშაობის ბლოკირებას ახდენს.