CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთში ახალშობილის დასაკრძალად საფლავის გათხრის დროს ცოცხლად დამარხული ბავშვი იპოვეს.
სასაფლაოს თანამშრომლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, ნაპოვნი ახალშობილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, პატარას ინფექცია აქვს და 1.5 კილოგრამს იწონის.
მათივე ცნობით, ახალშობილი პოვნამდე დაახლოებით 5-6 საათის დაკრძალული იყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ახალშობილის მშობლების დასადგენად და მათ შეიძლება ახალშობილის მიტოვება და მკვლელობის მცდელობა დაბრალდეთ.