კბილის გატეხვა ან ამოღება – კბილი სიზმარში ბევრნაირად აიხსნება. ხშირად მას ისეთი ადამიანები ხედავენ, რომლებსაც კომუნიკაციის პრობლემა აქვთ ან რამე ისეთი თქვეს, რასაც მწარედ ნანობენ.
საყვარელი ადამიანის სიკვდილი – სიკვდილი ცვლილებებისა და კონკრეტული ამბის დასასრულის მომასწავებელია. ხოლო, თუ დასაფლავება დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს რომ ცხოვრებაში სასარგებლო ნაბიჯებს გადადგამთ.
გარბიხართ, მაგრამ მოძრაობა გიჭირთ – თუ სიზმარში გაქცევა გინდათ, მაგრამ მოძრაობა გიჭირთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად საკმარისად არ მუშაობთ. სიზმარი გატყობინებთ, რომ დროა წინ წაიწიოთ, რადგან არსებული მდგომარეობა არ პროგრესირებს.
კლდიდან გადმოხტომა ან ორმოში ჩავარდნა – დაცემა და ჩამოვარდნა ზოგადად ცხოვრებისეულ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული. სიზმარს მაშინ ვხედავთ, როცა არასწორი მიმართულებით მივდივართ.
სწრაფი სიარული – ეს ძირითადად ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებთანაა დაკავშირებული.
ფრენა – ადამიანები მაშინ ნახულობენ, როცა რთული სიტუაციებიდან გამოდიან და თავისუფლების შეგრძნება აბედნიერებთ.
მანქანის სწრაფად მართვა – ეს ხშირად მოტივაციისა და ნებისყოფის სიმბოლოა.
დედობა და ბავშვის ყოლა – ბავშვის ყოლა რაღაც ახლის დასაწყისზე მიანიშნებს.