გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ პოეზიის კონკურსში, რომელიც შოთა რუსთაველის იუბილეს ეძღვნებოდა, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ირინა ქავჟარაძემ გაიმარჯვა. მან კონკურსზე ორი ლექსი წარადგინა. როგორც თავად გვითხრა, ორივე უსათაურო და რითმიანი. კონკურსზე, ასევე, წარდგენილი იყო თეთრი ლექსებიც.
_როცა წავიკითხე კონკურსის შესახებ, რომ ეს შოთა რუსთველის იუბილეს ეძღვნებოდა, უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, მიმეღო მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, თუ გავიმარჯვებდი, თუმცა, ახლა ძალიან გახარებული ვარ. ასეთი კონკურსი რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, ყოველ წელს ტარდება.
როგორც ცნობილია ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში ყოველ წელს იმართება „შოთაობა“ და კონკურსი მასთან კავშირშია. პრემიის სახით მივიღე 400 ლარი და ეს მაძლევს სტიმულს სამომავლოდ, _ გვითხრა ირინა ქავჟარაძემ.
„გურია ნიუსი“ ულოცავს გამარჯვებას ირინას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.