აფეთქება მოხდა ქაბულში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. როგორც REUTERS იუწყება, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.