დედაქალაქში დაანონსებულ აქციას დღეს ოპოზიციური პარტიის წევრები დ მხარდამჭერები გურიიდანაც შეუერთდებიან. ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.
“მომისმინეთ ახლა კარგად!ამ ეტაპზე სახელი და გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებ. ჩვენ, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად, მოგვიყვება საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლი, რომელზეც გახორციელდა ზეწოლა, მას შეახსენეს რომ იგი მუშაობს. ღმერთი არ გაგიწყრეთ და მეტი შორს აღარ წახვიდეთ, თორემ უკან მობრუნებულზე კარები დაგხვდებათ აჭედილი! ესაა სულ, იმედია მეტის თქმა აღარ დამჭირდება! საქართველო ივანიშვილის გარეშე!!!” _ წერს ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.