ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სამი საკითხი განიხილება.
სხდომაზე იმყოფებოდნენ ნაცმოძრაობის წევრები: შალვა თავდიშვილი, ბესო ქათამაძე და თორნიკე გოგუაძე. სამივე მათგანმა მალევე დატოვა სხდომა, ისინი პირველი საკითხის ამოწურვამდე წავიდნენ.
როგორც შალვა თავდიშვილმა სხდომის დაწყებამდე თქვა, ბიძინა ივანიშვილს და დავით დარჩიას გაუმართლა, რადგან კურსელები იყვნენ და ახლა მთავრობაშიც ერთად არიან.
სხდომის დაწყებისთანავე დავით დარჩიას ჰკითხეს, ბოლოს და ბოლოს, იმყოფებოდა თუ არა არჩილ თალაკვაძე იტალიაში.
“ამასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა და ახლა ჯობია, დაუბრუნდე საკრებულოს საკითხებს” – თქვა დავით დარჩიამ.
ბესო ქათამაძის თქმით, სამივე მათგანი თბილისში გამართულ აქციაზე წავიდნენ.