3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფორუმი ერთდღიანია, 3 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია ki 16.00 საათიდან დაიწყება (მისამართი: თბილისი, ათონელის ქ. N25; პრეზიდენტის ადმინისტრაცია).
ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.
დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები შშმ პირებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან.
დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.
#თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ყველასათვის!