19 წლის ოზურგეთელი პიანისტი გიორგი კეკელიძის სტიპენდიატი გახდა. მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი გურული დღიურების ფონდისგან – ორი ახალი სტიპენდიატი გვყავს – ერთი ფოთიდან – ნინი ბიგვავა, გარდაცვლილი მუსიკოსის, ბაბის შვილი (მისი მხარდამჭერი – შპს “კალანდა ჯგუფი”)და მეორე; ახალგაზრდა პიანისტი – გიორგი ცხომელიძე. უკვე 23 სტიპენდიატი გვყავს! მომავალი საქართველო განათლებული და უფრო ძლიერი უნდა იყოს, ჩვენი ბრძოლაც სწორედ ამ ფრონტს გულისხმობს. გიორგი ცხომელიძესთან ინტერვიუს “გურია ნიუსი“ ხვალ შემოგთავაზებს. “შარშან ჩავაბარე ერთდროულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (100%-იანი გრანტით) და ევგენი მიქელაძის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში..მინდა, რომ ცნობილი პიანისტი გავხდე.“-გვითხრა გიორგი ცხომელიძემ.