ნატოს გენერალურმა მდივანმა , იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთიდან რეალურ საფრთხეს ვერ ხედავს.
„დღეს, ვხედავთ რუსეთის მხრიდან სტრატეგიულ გამოწვევას და არა, რეალურ საფრთხეს ნატოს მოკავშირეების მიმართ. ვხედავთ რუსეთს, რომელიც სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებასა და ბირთვული შეირაღების გაზრდაში ინვესტიციას დებს და ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ არსებულ პრინციპებს არღვევს. რუსეთი აგრძელებს რაკეტების განლაგებას, რომლებსაც ევროპის ქალაქებამდე მისაღწევად რამდენიმე წუთი სჭირდებათ”,_ განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია მეზობელი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე და უნებართვოდ ჰყავს სამხედრო შენაერთები მოლდოვაშიც.