თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა.
„ოქროს პრომეთე“ გადაეცა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული ფილმი – დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში უტა ბერაიას გადასცა ევროკავშირის პრიზი ფილმისთვის “უარყოფითი რიცხვები”, რომელიც ელჩის თქმით, საუკეთესოდ ასახავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებს.