“საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, თუკი რამე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ.მას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია.
მე შემიძლია წინაწარ ვერსია გითხრათ, „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი შემოსული, ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში, ამას ყველაფერს დაადგენენ. კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ, ქალებს უშვებენ, რაღაც გოიმური პერფორმანსების დასადგმელად, სირცხვილი სინამდვილეში ეს არის. როდესაც ალერგიულია ადამიანი, მაგალითად ენძელა მაჭავარიანი, ახალ ნაოპერაციებია და ცუდადაა, ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც „სირცხვილია“ თუ „ნაცმოძრაობის“ დამატება?,“- განაცხადა მდინარაძემ.