ოპიზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ჟურნალისტებს ოპოზიციის მოთხოვნების შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.
„არ ვიცი, რა უნდა შემოგვთავაზოს უმრავლესობამ. პირველივე შეხვედრაზე უმრავლესობას მივმართე, რომ მათ შემოეთავაზებინათ წინადადება, იმიტომ რომ ოპოზიციის ყველა ინიციატივა მათ მიერ იგნორირებული იყო. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნაა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა გახდეს სავალდებულო, რაც გამორიცხავს რაღაც საარჩევნო მანიპულაციების რისკს. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს“, – განაცხადა ინაშვილმა.