„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოამზადა_ ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებზე შეთანხმების ვერ მიღწევის შემდეგ ჩვენ მოვამზადეთ დაბალანსებული წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის. ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული. ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, რომელი პოლიტიკური პარტიაა ორიენტირებული შეთანხმებაზე, ვის სურს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს რაღაც სხვა ინტერესები“, _ განაცხადა თალაკვაძემ.
.