ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ის მზად არის სიცოცხლე გასწიროს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.
კადიროვმა აღნიშნული განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე „გმირი კადიროვის“ „თავგანწირვაზე“ ისაუბრა.
„თქვენი მაღალი რწმენის გასამართლებლად, მზად ვართ დღე და ღამე ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და თუ საჭირო იქნა უყოყმანოდ გავწიროთ სიცოცხლე რუსეთისთვის და ჩვენი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისთვის. გარწმუნებთ, არ არის რთული იმუშაო და იბრძოლო, როდესაც რუსეთს ჰყავს ასეთი პრეზიდენტი, ასეთი ეროვნული ლიდერი, _ დაწერა რამზან კადიროვმა „ტელეგრამზე“.