ქართველმა კარატისტებმა თეირანის საერთაშორისო ჩემპიონატზე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
21-22 დეკემბერს, ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართა ყოველწლიური XV საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს ფედერაციის გუნდმა ზედიზედ მერვედ მიიღო მონაწილეობა და ასპარეზობა დიდი წარმატებით დაასრულა.
ოქროს მედლები მოიპოვეს: ნოდარ ხაჩიშვილმა – ვეტერანთა შორისინდივიდუალურ კატაში, დავით გელაძემ – ინდივიდუალურ კატაში 16-17 წლებს შორის, საბა აბუსერიძემ – ინდივიდუალურ კატაში 14-15 წლებს შორის, დემეტრე აბუსელიძემ – ინდივიდუალურ კუმიტეში 10-11 წლებს შორის -40კგ.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: მზეჭაბუკ მახარაძემ – ინდივიდუალურ კატაში უფროსთა შორის, დავით გელაძემ – ინდივიდუალურ კუმიტეში 16-17 წლებს შორის -65 კგ, ილია ტაკიძემ – ინდივიდუალურ კატაში 10-11 წლებს შორის.
ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ: საბა აბუსერიძე – ინდივიდუალურ კუმიტეში 14-15 წლებს შორის -55კგ, დემეტრე აბუსელიძე – ინდივიდუალურ კატაში 10-11 წლებს შორის.