საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის სურვილია მან უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა, თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, გასარკვევია, ვინ დაფარავს მკურნალობის ხარჯებს.
„ყველაფერი უცვლელია, ცოტნეს მდგომარეობა იგივე რჩება, სტაბილურად მძიმე, არც გაუარესებაა და არც უკეთესობა. ოჯახს სურვილი გვაქვს, რომ მისი გადაყვანა უცხოეთში მოხდეს, თუმცა, ეს საკითხი სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. ერთი – ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე – თავად კლინიკა როგორ გადაწყვეტს და მესამე -ვინ დაფარავს საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს. ალბათ, ხელისუფლება გადაიხდის“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.