პარლამენტის წინ განთავსებული კარვები თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა აიღო და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონები დადგა.
პროცესს თან ახლდა დაპირისპირება პოლიციასა და იქ შეკრებილ ადამიანებს შორის, ვინც კარვებში პროტესტის ნიშნად იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტთან აქციის გამართვას 12 საათისთვის გეგმავენ.