საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.
საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელებენ, რისი განხილვაც გუშინდელ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა, სხდომა გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო.
რაც შეეხება საკითხებს, საბჭო წლის ბოლო სხდომაზე ორ ტექნიკურ საკითხს გადაწყვეტს. მათ შორის ერთ-ერთი,საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა ელექტრონულ განაწილებას ეხება.