შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მოწოდებული ინფორმაციით, სოფელ მელექედურში მომხდარი მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განძრახ მკვლელობას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, საკუთარ სახლში ნაპოვნი იქნება გარდაცვლილი ასაკოვანი ქალი. აქტიურ რეჟიმში მიმდიარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მკვლელობა მოხდა. ამ წუთებში სოფელში სამართალდამცავები იმყოფებიან. როგორც “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა მცხოვებმა სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, მოკლულია ხანდაზმული ქალბატონი.
“ქალი სახლში ნახეს გაგუდული. ასევე, სახლის ეზოდან წაყვანილია მანქანა. საშინელება ტრიალებს ჩვენს სოფელში“, – გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.