მსოფლიოს ,,მშვიდობის კეთილი ნების ელჩი”, ბავშვების საყვარელი, ზღაპრული გმირი, სანტა კლაუსი დღეს 19 საათისთვის სამტრედიაში გამოჩნდა. მან მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხეს მიაშურა, სადაც მას სამტრედიელები მოუთმენლად ელოდნენ. 2-საათიანი ლოდინის შემდეგ ლაპლანდიელმა სანტა კლაუსმა პატარებს და მათ მშობლებს ახალი წელი მიულოცა და ბედნიერი მომავალი, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა. მსურველებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა. სანტა კლაუსმა ლაპლანდიიდან მოგზაურობა 31 დეკემბერს დაიწყო, თავისი ტრადიციული ირმებით, მარხილით და გნომების თანხლებით საქართველოს ეწვია.
პირველად სამეგრელოში ჩავიდა, ზუგდიდის შემდეგ სანტა კლაუსი სამტრედიას ეწვია. მოსახლეობასთან ერთად მას მთავარ ნაძვის ხესთან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოდგენლები დახვდნენ.
სამტრედიაში სანტა კლაუსს თან ახლდნენ საქართველოში მისი მასპინძელი ბავშვთა თეატრ ,,მაჩაბელას” პატარა მსახიობები.