წამყვანმა ავიაკომპანიებმა ირანისა და ერაყის მიმართულებით რეისები გააუქმეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ავიაკომპანიების ნაწილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ერაყში ირანის მიერ აშშ-ს კოალიციურ ძალებზე თავდასხმის შემდეგ მიიღეს.
ცნობისთვის, ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაისროლა ორი ერაყული სამხედრო ბაზის მისამართით,სადაც აშშ-ს სამხედრო ძალები იყვნენ განლაგებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა ფრენები უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნამე ცოტა ხნით ადრე გააუქმეს.
ცნობისთვის, თეირანიდან აფრენის შემდეგ ცოტა ხანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის ხელისუფლება მომხდარს ძრავის გაუმართაობას უკავშირებს.
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო ვითარებას სწავლობს.
როგორც REUTERS იუწყება, ავიაკომპანიები მეტ ნაბიჯებს დგამენ, რომ კონფლიქტურ ზონებში ფრენას თავი აარიდონ 2014 წლიდან, როდესაც უკრაინიდან გასროლილ რაკეტას მალაიზიური თვითმფრინავის 298 მგზავრი ემსხვერპლა, მაგრამ ხელახალი მარშრუტიზაცია ზრდის ფრენის დროს და წვავს დამატებით საწვავს.
Qantas Airways-ის განცხადებით, ის მგზავრთა რაოდენობას შეამცირებს, რომ მეტი საწვავის გადატანა შეძლოს.
ავიაკომპანიების ნაწილი კი ერაყისა და ირანის გავლით ფრენას აგრძელებენ, მაგრამ ამბობენ, რომ აქტიურად აკვირდებიან ვითარებას.
ფრენები, რომლებიც რეგიონის მთავარი აეროპორტების მიმათულებით სრულდება, მაგალითად დუბაისკენ, ახლა საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გავლით უნდა შესრულდეს.