საქართველოსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის ტანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში იუწყება.
“დიდი და ისტორიული ამბავი დოჰადან:
დღეს საქართველოსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელი დოკუმენტს ჩემს კოლეგასთან, სოჰაირ ვასტავისთან ერთად მოვაწერე. ეს ჩვენი პირველი შეთანხმებაა ამ რეგიონის ქვეყნებთან და უამრავ პერსპექტივას გულისხმობს, მათ შორის უახლოეს მომავალში კატარის ბიბლიოთეკის ფანტასტიკურ დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას.
დიდი მადლობა შესანიშნავად გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს საელჩოს კატარში და ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს,“_წერს კეკელიძე.