ხათო ვიბლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს. სადაც ჩანს, როგორ ლოცულობს ქალი.
“ჩვენმა 90 წლის ბებომ ილოცა ანიტასთვის. სვანური ლოცვა-ვედრება. 6- საათზე კიდევ ვილოცებო“, -წერს ხათო ვიბლიანი.
დღეს ფეისბუქის ჯგუფში “ანიტასთვის“ გავრცელდა შემდეგ სახის ინფორმაცია.
“ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა!
რთული ღამის შემდეგ, ჩვენი გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ამ დრომდე ხელოვნურად ჰყავთ დაძინებული. ამჟამად მშობლებს და ბებიას არ აქვთ ტელეფონზე დალაპარაკების საშუალება, ამიტომ ჩვენც ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს.
ერთდერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ანიტას ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია, ექიმები ებრძვიან პნევმონიას, წინასწარი ვარაუდით, როგორც კი ანთება ჩაცხრება ექიმები აპირებენ ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას.
გვინდა გადმოგცეთ მარიკოსგან ის, რომ ანიტას ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება, ლოცვა და პოზიტიური ენერგია სჭირდება!
გვჯერა, რომ თუ ამდენი ადამიანი გულით ინატრებს, ანიტა უკეთესად გახდება!“