ბულგარეთში წყალმომარაგების პრობლემის გამო, გარემოს დაცვის მინისტრი დააკავეს. საქმე ეხება ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პერნიკში მომხდარ ინციდენტს. მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია წყლის მიწოდების შეზღუდვამ.
თავდაპირველად მოსახლეობას წყალი დღეში 10 საათი მიეწოდებოდა. შემდეგ კი შვიდი საათი, რამაც მოქალაქეების განრისხება გამოიწვია. საპროტესტო აქციების დროს მოსახლეობამ მთელი მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
პროკურორებს ჯერ არ განუმარტავთ რის საფუძველზე დააკავეს ნენო დიმოვი. თუმცა უწყებაში განმარტეს, რომ მაღალჩინოსნის მხრიდან დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების საქმეს იძიებენ, რამაც წყალმომარაგებაში პრობლემები გამოიწვია.
ცნობილია, რომ ის 9 იანვარს უწყებაში დაკითხვაზე იყო გამოძახებული. საგამოძიებო ორგანოში მისვლის დროს მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის ჩვენების მისაცემად.
წყარო: 1ტვ