შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი თურქულ თევზსაჭერ გემს შეეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
შემთხვევა სტამბოლის რაიონში მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად თევსაჭერი გემი ჩაიძირა. მასზე 6 მეთევზე იმყოფებოდა. 3-ის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, ზღვაში დაკარგულ 3 მეთევზეს კი ეძებენ.