კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა წყალდიდობებმა, შესაძლოა, ვენეცია გაანადგუროს და ულამაზესი არტეფაქტი ადამიანების თვალიდან გაქრეს.
პერიოდული წყალდიდობები ვენეციაში გახშირდა და სახიფათო გახდა.
კლიმატის სფეროს მეცნიერების თქმით, რაც ვენეციაში ხდება არის გაფრთხილება იმის შესახებ კლიმატის ცვლილების შედეგად რა ელოდება ვენეციას და მსოფლიოს სხვა ადგილებს.
როგორც cbsnews იუწყება, მეხუთე საუკუნედან, ვენეცია წყალზეა დამოკიდებული. ქალაქი წყალს დამპყრობლებისგან თავდასაცავად იყენებდა.
როგორც ცნობილი, 12 ნოემბრის ღამეს მოსული ნალექის შედეგად წყლის დონის მატების ნიშნულმა ისტორიულ ნიშანს მიაღწია, ზარალმა კი მილიარდი დოლარი შეადგინა.
ვენეციის მომავლის გადასარჩენად, მერს სურს, ქალაქი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ სააბრძოლველ მსოფლიო ლაბორატორიად აქციოს.
„რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს აქ? შევისწავლოთ წყალი, ტემპერატურა. ეს შეიძლება იყოს სოფლიო მობილიზაიის მაგალითი. გადავარჩინოთ ვენეცია მსოფლიოს გადასარჩენად“,_ამბობს ვენეციის მერი.