დიდი ბრიტანეთის უილთშირის საგრაფოს მკვიდრი, 47 წლის ენდი პარკი “მოწყენილობისა და მარტოობის გამო” 2000 წლიდან საშობაო ნაძვის ხეს გაუმიჯნურდა და 20 წელია ყოველწლიურად აღნიშნავს “შობას”.
ახლა კი მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.
“ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და თუ სხვები შინაურ ცხოველებზე ქორწინდებიან, მე რატომ არ შეიძლება ნაძვის ხეზე დავიწერო ჯვარი?” – ამბობს ენდი.
მან “საცოლეს” უკვე უყიდა საჩუქრები, ნიშნობის ბეჭედი – ნაძვის ტოტზე ჩამოსაცმელად და ისეთ მღვდელს ეძებს, რომელიც ცერემონიალის აღსრულებას დათანხმდება.