მეტროსადგური “სამგორის” მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ისანში ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.