ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ასაკის 2 მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავში, იაღლუჯის ფერდობთან ღამით მოხდა.
“მერსედესი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მოძრაობისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა და ბეტონის ძელთან გაჩერდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.